პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ეხმიანება და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს შრომატევადი საქმე, რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საკითხი, დებულება სათანადოდ აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში. როგორც ბიუროს სხდომაზე უსუფაშვილმა განმარტა საქართველოს პარლამენტი იქნება ქვეყნის ის ორგანო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მოახდენ ხელშეკრულების რატიფიცირებას.
,,ჩვენ ამ დოკუმენტზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ, მათ შორის პარლამენტის კედლებში, რადგან მას შემდეგ, რაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, დოკუმენტი უკვე პარალმენტს გადმოეცემა. საქართველოს პარლამენტი იქნება ქვეყნის ის ორგანო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მოახდენ ხელშეკრულების რატიფიცირებას. ჩვენ, პარლამენტს გვეკისრება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ხელშეკრულების გაფორმების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი შემდგომი იმპლემენტაციის პროცესი. მოგველის ძალიან შრომატევადი საქმე იმისთვის, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საკითხი და დებულება სათანადოდ აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში", -განაცხადა ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები