აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ულოცავს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დღის მეორე ნახევარში ვაშინგტონიდან მაღალი დონის პირებისგან განცხადება გაკეთდება.
,,ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ვაშინგტონიდან დღის მეორე ნახევარში მაღალი დონის პირებისგან ველოდებით განცხადებას, არ მინდა დავასწრო ამ განცხადებას. აშშ აღიარებს ამ დღის დიდ მნიშვნელობას, რომელიც უფრო დაახლოებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან", _განაცხადა ნორლანდმა.