ჰოლანდილემა კინორეჟისორმა ქალმა ინეკე სმიტმა გადაიღო ფილმი სახელწოდებით "პუტინის დედა". მისი მთავარი გმირი საქართველოს კასპის რაიონში მაცხოვრებელი ვერა პუტინაა. ქალი ამტკიცებს, რომ იგი რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის ბიოლოგიური დედაა და ამის დასამტკიცებლად იგი მზად არის "დნმ"-ის ანალიზი ჩაიტაროს.
"პუტინის ქართველი დედა პირველად როდი ხდება მედიის სიუჟეტების მთავარი გმირი. პუბლიკაციები პუტინის "ნამდვილ დედაზე" ვერა ნიკოლოზის ასულ პუტინზე, რომელიც სოფელ მეტეხში ცხოვრობს 2000 წლიდან ჩნდება. რამდენიმე წლის წინ ვერა პუტინას გამომცემლობა "დეილი ტელეგრაფმა" სტატია მიუძღვნა. ვერა 10 შვილის დედაა. მას უყვარს მოყოლა იმის შესახებ, რომ 10 წლის ვოვა ბებიას და ბაბუას გადასცა აღსაზრდელად, იმისათვის რომ მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონოდა. ამჟამად იგი აცხადებს, რომ მას სცხვენია თავისი შვილის გამო რომელიც საქართველოს დაბომბვებს ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ბიოგრაფია სწორედ 10 წლის ასაკიდან იწყება. "დეილი ტელეგრაფის" ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვედა ვლადიმერ პუტინს ძალიან ჰგავს გარეგნულად. ამ მსგავსებას იგი "ძლიერ ყვრიმალებში და ღრმად ჩამჯდარ თვალებში ხედავს". ვერა პუტინა აცხადებს, რომ 1999 წელს ვლადიმერი ტელევიზორით ნახა და მასში თავისი შვილი ამოიცნო. მისი თქმით 10 წლამდე იგი სოფელ მეტეხში ცხოვრობდა, შემდეგ კი რუსეთში, პერმის ოლქის ქალაქ ოჩერში მაცხოვრებელ ბებიასთან და ბაბუასთან გააგზავნეს. სხვათა შორის ეს ადგილობრივ სკოლაში არსებული ჩანაწერებითაც დასტურდება, რომელთა მიხედვითაც ვალოდია პუტინი, რომელიც ამ სკოლაში სწავლობდა ეროვნებით ქართველი იყო.
გამომცემლობა "ანტიკომპრომატ რუ"-ზე რუსეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნულ მასალაში ჟურნალისტების მიერ მოყვანილი ყველა ფაქტი უარყო.
"რუსეთში პუტინის თემის დედის დამუშავება ჰოლდინგ "სავერშენნო სეკრეტნო"-ს პრეზიდენტმა არტემ ბოროვიკმა დაიწყო, მაგრამ 2000 წლის 9 მარტს, შერემეტეევოს აეროპორტიდან აფრენილმა თვითმფრინავმა რომელშიც ეს ადამიანი და კიდევ 8 იჯდა, კატასტროფა განიცადა. მედიაში უცებ გაჩნდა ვერსია იმის შესახებ, რომ ეს კატასტროფა სპეცსამსახურების მოწყობილი იყო.