იუსტიციის სახლში, დღეს, საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატების გაცემა დაიწყო. საბოლოოდ დაზუსტებული და შევსებული ბაზა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იუსტიციის სახლს 20 ივნსს გადმოსცა. სკოლადამთავრებულებმა ატესტატების მისაღებად, იუსტიციის სახლის ფილიალებს და სერვისების განვითრების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს უნდა მიმართონ.
ატესტატების გაცემას იუსტიციის სახლი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთნ არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მესამე წელია ახორციელებს. მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს გასაცემი ატესტატების რაოდენობა ჯამში 37865 შეადგენს. გასულ 2013 წელს კი, პირველადი ატესტატი 54633სკოლადამთავრებულზე გაიცა.
„ცამეტივე იუსტიციის სახლი მზადაა სკოლადამთავრებულებს დღეიდან განსაკუთრებულ რეჟიმში მოემსახუროს. ატესატატების გაცემა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის საფუძველზე ხორციელდება. მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ატეტსტატი მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელმაც სკოლა წელს დაამთავრა უფასოა და განაცხადის გაკეთების შემთხვევაში სტანდარტულ 10 დღის ვადაში მათ ეს დოკუმენტი უსასყიდლოდ გადაეცემათ,"-აცხადებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირქტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ლომიძე.
ვინაიდან, წინასაგამოცდო პერიოდში ატესტატების მიღების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი აბიტურიენტთათვის. რეკომენდაციების შემუშავების საფუძველი კი, გასულ წელს, ატესტატებზე არსებული მაღალი მოთხოვნა გახდა.
ირაკლი ლომიძის განცხადებით, რეკომენდაციები გათვალისწინებულია ატესტატების მიღების მსურველთათვის და მოიცავს ისუტიციის სახლში დაბალი ნაკადების პერიოდებს, რათა მოხერხდეს გაზრდილი ნაკადების გამო წარმოქმნილი რიგების თავიდან აცილება.
„იუტიციის სახლის ფილიალები დღეში 20 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ატესტატების გაცემის პერიოდში კი ეს რიცხვი პროპორციულად მატულობს. დისკომფორტისა და რიგის თავიდან აცილების მიზნით გადავწყვიტეთ ატესტატების აღების მსურველებს რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ამ დოკუმენტის მისაღებად იუსტიციის სახლის ფილიალებს მიმართონ ყოველ სამუშაო დღეს 9:00 -დან 12:00 საათამდე და დღის მეორე ნახევარში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე"-აცხადებს ირაკლი ლომიძე.
მისივე განცხადებით იუსტიციის სახლი მზადაა ყოველგვარი შეფერხების გარეშე გასცეს როგორც ატესტატები, ასევე განახორციელოს ნებისმიერი სახის სერვისი. მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების მიზნით, იუსტიციის სახლი 23 ივნისიდან ადამიანური რესურსების გაზრდილი შემადგენლობით იმუშავებს.