დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვილიამ ჰეიგი აცხადებს, რომ პარასკევამდე 27 ივნისამდე ევროკავშირს აქვს საშუალება „შეხედოს თუ როგორ რეაგირებს რუსეთის უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმაზე და რუსეთის პრეზიდენტს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს იმაში, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს მიიღებს", - ეს განცხადება ჰეიგმა დღეს ლუქსემბურგში გააკეთა.
„პარასკევამდე გვექნება საშუალება შევხედოთ თუ როგორ რეაგირებს რუსეთი სამშვიდობო გეგმაზე. რუსეთს, პრეზიდენტ პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს იმაში, რომ ევროკავშირი მზადაა ზომები მიიღოს. დიდი სამუშაო განხორციელდა სანქციების მომზადებისათვის და თუ საჭირო გახდა, ჩვენ მზად ვართ ეს ზომები მივიღოთ",_ განაცხადა მინისტრმა და პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას „ძლიერი და ძალიან კარგი" უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები