ბრიტანელმა დიზაინერმა ედრიენ სავაჟმა შექმნა შარვალი, რომელსაც უსადენოდ სმარტფონის დატენვა შეეძლება. დიზაინერმა პროექტი კომპანია Nokia -სთან ერთად განახორციელა.
როგორც Business Insider -ი იუწყება, სავაჟმა პროექტი ექსპლუატაციაში 2013 წლის ბოლოს გაუშვა, როდესაც დაიწყო „შარვლის" გამოცდა.
შარვალი ოფიციალურად წარმოდგენილი იქნება ლონდონში , დიზაინერის შემოდგომა-ზაფხულის კოლექციის ჩვენებისას.
როგორც ირკვევა, დიზაინერი ტელეფონს Nokia DC-50 ტელეფონს, საკუთარი შარვლის საშუალებით ტენიდა.
ტელეფონის დასატენად კი საჭიროა მოწყობილობის მხოლოდ შარვლის ჯიბეში ჩადება.
როგორც დიზაინერი აცხადებს, შარვალი გაყიდვაში 3 თვის შემდეგ ჩაეშვება და მისი ღირებულება 340 დოლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები