აშშ-ს სახელმწიდო მდივანი ჯონ კერი მოულოდნელი ვიზიტით ბაღდადში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათი ინფრმაციით კერი ერაყის პრემიერ-მინისტრს ნური მალიკსა და ქვეყნის სხვა პოლიტიკულ ლიდერებს უნდა შეხვდეს. ქვეყანაში როგორც ცნობილია სუნიტი ბოევიკების მხრიდან თავდასხმები არ წყდება.
ივნისის დასაწყისში ბოევიკებმა დაჯგუფებიდან „ერაყისა და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფო" ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ჩაიგდეს ხელში და ახლა ერაყის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ.
ერაყის მთავრობა აშშ-სგან , გაეროსგან და ევროპისგან კრიზისის დაძლევისკენ მიმართულ დაუყოვნებლივი ზომების მიღებას მოითხოვენ. მათ შორის დარტყმებს ჰაერიდან.
მასალის გამოყენების პირობები