პარლამენტი კონსტანტინე გამსახურდიას უფლებამოსილებას უახლოეს სესიაზე სცნობს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გაახმოვანა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს უკვე ჩაბარდა კონსტანტინე გამსახურდიას განცხადება მანდატის აღდგენის თხოვნასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაავალა საკითხის შესწავლა და აღნიშნა, რომ "უახლოეს სესიაზე პარლამენტი კონსტანტინე გამსახურდიას უფლებამოსილებას სცნობს".
შეგახსენებთ რომ მიმდინარე კვირა არის საკომიტეტო განხილვების კვირა. უახლოესი სესია კი გაიმართება 3 ნოემბერს.