უმრავლესობის გადაწყვეტილებით მარიკა ვერულაშვილი იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. მის ადგილს, კი პარლამენტში ახლადშესული ზვიად კუკავა დაიკავებს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვამჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განმარტა, უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ზვიად კუკავა არის კვალიფიციური იურისტი და იურიდიულ კომიტეტში მისი მუშაობა იქნება მნიშვნელოვანი.
"ჩვენ კვოტა შევსებული გვქონდა. ზოდელავას ადგილი ლაშა თორდიამ დაიკავა და კუკავას გასაწევრიანებლად ამ ცვლილების განხორციელბა იყო საჭირო", - განმარტა კუბლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან "საუბრისას.