გერმანიაში საქართველოს ელჩად გაბრიელა ჰამსბურგ-ლოტრინგენი დაინიშნება. შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში უკვე გააგზავნა და საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნა ინიცირებული.
პრეზიდენტი კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად ითხოვს თანხმობას, რათა გაბრიელა ჰამსბურგ-ლოტრინგენი დაინიშნოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
გაბრიელა ჰამსბურგ-ლოტრინგენი დაიბადა 1956 წელს ქალაქ ლუქსენბურგში, თუმცა არის საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება გერმანიაში დღეს მოქმედ ელჩს ლევან დუჩიძეს მისი მომავალი თანამდებობა ჯერჯერობით უცნობია, ასევე არ ხმაურდება მიზეზები, თუ რატომ იცვლება გერმანიაში საქართველოს ელჩი.
აღსანიშნავია, რომ დუჩიძეს უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვია, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება ელჩი საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოიწვიოს.