დღეს „დიდი შვიდეულის" ქვეყნები, პირველად 17 წლის განმავლობაში რუსეთის გარეშე შეიკრიბებიან. რუსეთის პრეზიდენტს ამ შეხვედრაში ყირიმის ანექსიის გამო მონაწილეობა აკრძალული აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.
„G7"-ის სამიტი ბრიუსელში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. წყაროს ინფორმაციით, სამიტზე განსახილველი მთავარი თემა, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მიიღებს მონაწილეობას უკრაინის კრიზისი და რუსეთთან ურთიერთობები იქნება.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ამ კვირაში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერთან დევიდ კემერონთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან მოლაპარაკებებს გამართავს.