ფილიპინებში დაკავებული 12 ქართველი მეზღვაური რამდენიმე საათის წინ თბილისში სტამბულიდან ჩამოფრინდა. აეროპორტში მეზღვაურებს ახლობლები და "საქართველო-ფილიპინების ბიზნესასოციაციის~ პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი დახვდა.
აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად არ ჩამოვიდა გიორგი შავიშვილი, რომელიც ფილიპინელმა სამართალდამცავებმა თვითმფრინავის ტრაპზე დააკავეს. დღეს სასამართლომ გიორგი შავიშვილი თავდებით გაათავისუფლა. ქართველი მეზღვაური ამ დრომდე ფილიპინებში რჩება.