16 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ვაჟა ფშაველას ლექსების ფრანგული თარგმანის პრეზენტაცია გიმართება.
წიგნი თარგმნა მანანა ბანძელაძემ. წიგნის რედაქტორია სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წიგნის თარგმანშიც მიიღო მონაწილეობა.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პრეზენტაციაზე გაიყიდება წიგნი და გაყიდული წიგნების თანხა გადაეცემა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს.