ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ რუსეთმა არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა იმისკენ, რომ ჟენევაში უკრაინასთან დაკავშირებით ხელმოწერილი შეთანხმებები შეესრულებინა.
მისივე თქმით, ყველაფერი მოხდა პირიქით და რუსეთი საწინააღმდეგო მიმართულების მოქმედებდა. განცხადება ამის შესახებ რასმუსენმა ბრატისლავაში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიტზეა გამოქვეყნებული.
„ის რასაც ახლა ჩვენ უკრაინაში ვხედავთ არის ევროპული უსაფრთხოების საფუძვლების დარღვევა. ეს საფრთხის შემცველი პოლიტიკაა, ეცადო დროის შემოტრიალებას და დახატო ახალი გამყოფი ხაზები.
პუტინმა და მისმა მთავრობამ ააფეთქეს ევროპული უსაფრთხოების საფუძვლის პრინციპები. სახელმწიფო მედია საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად ფაქტებს დამახინჯებულად ავრცელებს და რუსეთმა არ გააკეთა არაფერი იმისათვის, რომ ჟენევის შეთანხმება შეესრულებინა. უფრო პირიქით",_ განაცხადა რასმუსენმა.