ყირიმელი თათრების სახლებში მასობრივი ჩხრეკა მიმდინარეობს. მეჯლისის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ალი ჰამზინის ინფორმაციით, ჩხრეკა წუხელ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩხრეკა ჩატარდა ყირიმელი თათრების ლიდერის მუსტაფა ჯემილევის სახლშიც.
ხამზინი აცხადებს, რომ ძალოვნები ყირიმელი თათრების სახლებში ტერორისტების ძებნის საბაბით შედიოდნენ. ამავე დროს ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია დაკავებული და დაპატიმრებულების შესახებ.
„წუხელ ჩატარდა ჩხრეკა ჩვენი ლიდერის მუსტაფა ჯემილევის სახლში მისი თანდასწრების გარეშე. ასევე გაჩხრიკეს სხვა ყირიმელ თათართა სახლებიც",_ განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა.