თურქეთის ქალაქ სომაში მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც სულ მცირე 282 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ქვეყნის უმსხვილესმა პროფკავშირებმა ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მსხვეროლის რიცხვი ზრდას განაგრძობს, ვინაიდან ათობით მაღაროელი ჯერ კიდევ ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი რჩება.
რევოლუციური სამუსაო პროფკავშირების კონფედერაციის უფროსმა არზუ ჩერქეზოღლუმ მოქალაქეებს მოუწოდა შავი ფერის ტანისამოსი ჩაიცვან და შრომის სამინისტროსთან მივიდნენ.
„სომაში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ბრალი მიუძღვის მათ, ვინც პრივატიზაციის პოლიტიკა დანერგა და მოგებაზე დევნით ხარჯები შეამცირა. მათ ყველაფრისათვის პასუხი უნდა აგონ",_ აცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.
სომასთან ახლოს მდებარე მაღაროს პრივატიზება 2005 წელს მოხდა.
ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს თურქეთში სამდღიანი გლოვა დაიწყო. ანკარაას და სტამბულში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ასობით ადამიანის დასაშლელად, რომლებიც მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო თავისი უკმაყოფილების გამოსახატავად ქუჩებში გამოვიდნენ. აქციაზე ისმოდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნები.
პრემიერ რეჯებ ტაიიპ ერდოღანის სომაში ვიზიტის დროს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მის კორტეჟს ქვები დაუშინეს.