საქართველომ თავისი ინტერესების ლობირებისთვის აშშ-ს კონგრესში 2013 წელს 2,3 მლნ დოლარი დახარჯა. შესაბამისი მონაცემები ორგანიზაცია Sunlight Foundation-მა გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს გამჭირვალეობის ანალიზით არის დაკავებული.
Sunlight Foundation-ს ანალიზი ეყრდნობა მონაცემებს, რომელიც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტშია წარდგენილი. გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2013 წელს ყველაზე მეტი საკუთარი ქვეყნის ლობირებისთვის არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა დახარჯა - 14,2 მლნ დოლარი, გერმანიამ - 12 მლნ დოლარი, ხოლო კანადამ - 11,2 მლნ დოლარი.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მიერ დახარჯული თანხის - 2,3 მლნ დოლარის ანალოგიური თანხა დახარჯა აზერბაიჯანმაც. აშშ-ს კონგრესში საკუთარი ლობირებისთვის საუდის არაბეთმა 1,1 მლნ დოლარი, მექსიკამ - 6,1 მლნ დოლარი, მაროკომ - 4 მლნ დოლარი, კორეამ - 3,9 მლნ დოლარი, ხოლო სერბიამ - 2,4 მლნ დოლარი, დახარჯეს. უკრაინამ კი საკუთარი ქვეყნის ლობირებისთვის 2013 წელს 1 მლნ დოლარი დახარჯა.