15 ივნისის თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში 5 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა შოთა მალაშხიამ განუმარტა, პარტიისთვის ძველი საარჩევნო ნომრის დაბრუნების გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
მისი თქმით, საარჩევნო სუბიექტების ნომერთან დაკავშირებით კანონმდებლობით სხვადსახვა მიდგომა არსებობს, კერძოდ, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნომრის არჩევის პრინციპი განსხვავებულია და ამ შემთხვევაში პარტიას ქონდა საშუალება იგი თავად აერჩია.
ცესკო-მ არჩევნებში მონაწილე პარტიებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა.
"ნაციონალურ მოძრაობა" 5 ნომრის შენარჩუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ამ პარტიამ შოთა მალაშხიას პარტია "ქრისტიან-კონსერვატორებთან" საარჩევნო ბლოკი შექმნა.