საქართველო ,,ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას" ხელს 27 ივნისს მოაწერს", _ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადა.
მისივე განმარტებით, რომპეის საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის გამოხატულებაა.
,,ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ბატონი ჰერმან ვან რომპეი იმყოფება თბილისში. ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მინდა ასევე გაცნობოთ რომ დღეს მივიღეთ დასტური იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს მოაწერს", _განაცხადა ღარიბაშვილმა.