ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი უკვე თბილისშია. გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ჰერმან ვან რომპეი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.