ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის შესაბამისად, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საკითხის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მოთხოვნა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დასვა. მისი თქმით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საზოგადოების წევრთა ტოტალური მოსმენის თაობაზე კადრები, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2014 წლის 14- 16 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განისაზღვრა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღოს.