.პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა როგორიც საფრანგეთია კარგი სავაჭრო პარტნიორი იყოს. როგორც პრემიერმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა საფრანგეთი და ფრანგული ბიზნესი გამოირჩევა ინოვაციებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით.
,,ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ ბიზნესზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სასაუბროდ. საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მოწინავე ქვეყანა, როგორიცაა საფრანგეთის რესპუბლიკა ჩვენი კარგი სავაჭრო პარტნიორი იყოს, მაგრამ როგორც ამჟამინდელი სტატისტიკა ასახავს, სავაჭრო პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და მომავალში კიდევ მრავალ ასათვისებელ მიმართულებებსა თუ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. საფრანგეთი და ფრანგული ბიზნესი გამოირჩევა ინოვაციებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. საქართველოს ახლა სწორედ ასეთი ცოდნისა და გამოცდილების შემოტანა სჭირდება ბიზნესში და შესაბამისად ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ საფრანგეთისგან. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ არსებობს საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტის ზრდის პოტენციალი. საქართველოსაც შეუძლია მრავალი სახის მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს საფრანგეთის ბაზარს.ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ახალ, ფართო შესაძლებლობებს წარმოაჩენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ივნისში ხელმოწერით. მჯერა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში წარმოიშობა, ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას", _განაცახდა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები