,,საფრანგეთის სახით, საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებები აკავშირებს", _ამის შესახებ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული მარე დაინტერესებულია საფრანგეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებით.
,,მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ, საფრანგეთს განვიხილავთ როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყანას და უაღრესად ვაფასებთ საფრანგეთის პოზიციას საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.ჩვენი ქვეყნები საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, ჩვენი მთავრობა განსაკუთრებით არის დაინტერესებული საფრანგეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებით", _განაცახდა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები