კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ფარული ჩანაწერების თემის პოლიტიზირება არასწორია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ფოფხაძემ განაცხადა ობიექტური იქნება თუ ყველა მათ შორის ,,რუსთავი-2" ხელს შეუწყობს გამოძიებას იმის დასადგენად თუ ვინ ახორციელებს რეალურად ფარულ ჩანაწერებს.
,,მგონია, ყველაზე კარგი იქნება ,,რუსთავი-2"-მაც და ყველამ ხელი შეუწყოს გამოძიებას და რეალურად დავადგინოთ ვინ ახორციელებდა ფარულ ჩანაწერებს და მოვთხოვოთ მას პასუხი. ეს იქნება ყველაზე სწორი. თუ ვინმეს თემის პოლიტიზირება უნდა და იმის თქმა სურს, რომ ჩვენ ცუდები ვიყავით, მაგრამ თქვენ ჩვენზე უკეთესები არ ხართ, ეს არასწორი მიდგომაა. მე მინდა, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს ფარული ჩანაწერები და თუ ამ მხრივ პოზიციების შეჯერება მოხდება და ამ იდეის გარშემო ძალისხმევას გავაერთიანებთ ეს ყველაზე სწორი იქნება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გედევან ფოფხაძემ.