მოსკოვი დონეცკელი სეპარატისტებისაგან ვლადიმერ პუტინის გუშინდელ შეთავაზებაზე პასუხს ამ დრომდე ელის. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ დონეცკში დაგეგმილი სახალხო შეკრების პასუხს ველოდებით. ვლადიმერ პუტინს ამ დრომდე არავითარი პასუხი არ მიუღია",_ განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ სეპარატისტებს 11 მაისს დაგეგმილი რეფერებდუმის გადადებისაკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები