უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ ყველა პროვოკატორი, რომელიც 9 მაისს დაპირისპირებების მოწყობას შეეცდება „ღირსეულ პასუხს" მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„გაერომ 8 და 9 მაისი ხსოვნისა და შერიგების დღეებად აღიარა - როდესაც მსოფლიოში პატოვს მიაგებენ მეორე მსოფლიო ომში ყველა დაღუპულის ხსოვნას. უკრაინელმა ხალხმა, რომელიც ტრაგედიის ეპიცენტრში აღმოჩნდა თავისი თავისუფლებისათვის ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა",_ განაცხადა ტურჩინოვმა და რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მიმართა, მოუწოდა რა შეწყვიტოს მტრული ქმედებები უკრაინის მიმართ.
„განსაკუთრებულად ცინიკურ უკრაინის არამეგობრების განზრახვა, ხსოვნის ამ დღეებში დაპირისპირების პროვოცირების მოხდენისა. ამგვარი ქმედებების პატიება არ შეიძლება და ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ",_ განაცხადა ტურჩინოვმა.
მასალის გამოყენების პირობები