ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაგრძელდება იმის მიუხედავად თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სეპარატისტების 11 მაისს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.
განცხადება ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიიმ გააკეთა.
„ანტიტერორისტული ოპერაცია გაგრძელდება იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ესა თუ ის დივერსიული ან ტერიტორისტული ჯგუფები რომლებიც ამჟამად დონეცკის ოლქში იმყოფებიან",_ განაცდადა პარუბიიმ კითხვაზე პასუხის გაცემისას შეწყდება თუ არა ანტოტერორისტული ოპერაცია იმ შემთხვევაში თუ სეპარატისტები უარს იტყვიან 11 მაისს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე.
პარუბიიმ ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი პლებისციტის ჩატარება უკრაინაში არის „პოლიტიკურო აფერა და ავანტიურა და მას არავითარი პერსპექტივა არ აქვს".
უკრაინული მედია აღნიშმავს, რომ ამჟამად ჯარის გადაჯგუფება მიმდინარეობს და არის ყველა საფუძველი იმისა, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები