რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უცენზურო ლექსიკისა და გინების გამოყენება ტელევიზიის ეთერში, კინოში, ლიტერატურაში და მასმედიის საშუალებებში დაჯარიმდება. კანონის ტექსტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს უცენზურო ლექსიკის გამოყენებას ხელოვნების ნიმუშის წარდგენისას, ასევე ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვისას კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე. აღნიშნული კანონმდებლობის დარღვევისათვის მოქალაქეები 2 ათასიდან 2,5 ათასამდე რუბლით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირები კი 40 ათასიდან 50 ათას რუბლამდე.
კანონი ასევე კრძალავს წიგნების, აუდიო და ვიდეჩანაწერების გაყიდვას სპეციალური შეფუთვის გარეშე, რომელიც იქნება გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ის უცენზურო სიტყვებს შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები