დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაიღუპა 4 და დაჭრილია-30 მდე სამართალდამცავი. არის მსხვეროლი მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისყტო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სეპარატისტების ბრძოლის წარმოების ტაქტიკა მშვიდობიან მოსახლეობას ზურგს უკან დამალვაა.
„თავდამსხმელების საბრძოლო ტაქტიკა - ცოცხალი ფარის უკან დამალვა და ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგსუკან ამოფარებაა. ამას გარდა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ თავდამსხმელები მასობრივად ხსნიან ცეცხლს საცხოვრებელი სახლების მიმართულებით. არის მსხვერპლი ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც. ამ დროისათვის ბრძოლა გრძელდება", - იუწყება უკრანის შს სამინისტრო.