უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობისა და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების შესახებ მოუთხრო. ინფორმაციას ამის შესახენ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მზად ვართ აღმოსავლეთში მათ ვესაუბროთ, ვინც მზადაა თავიანთი პოზიცია განიხილოს, მაგრამ დისკუსიები მათთან, ვინც იარაღით ხელშია და ამ იარაღს უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს - შეუძლებელია",_ ციტირებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სიტყვებს მისი პრესსამსახური.
თურჩინპვმა მერკელთა საუბარში აღნიშნა ისიც, რომ ახლა მუშავდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციას ითვალისწინებს, იმისათვის რათა „რეგიონებმა მეტი დამოუკიდებლობა" მიიღონ.
ხოლო რაც შეეხება ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას, ტურჩინოვმა აღნიშნა, რომ ეს ოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ ტერორისტებისა და დივერსანტების წინააღმდეგ ტარდება, რომლებსაც იარაღით ხელში აჰყავთ მძევლები და კლავენ და ატერორებენ სამოქალაქო მოსახლეობას აღმოსავლეთში.
„ანტიტეროტისტული ოპერაციის ნელი სხვა განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვცდილობთ სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მსხვეროლის თავიდან აცილებას მშვიდობიან მოსახლეობას შორის", _ აცხადებს ტურჩინოვი და ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიზანია საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.
„რეალური სირთულეები შესაძლოა მხოლოდ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაჩნდეს, სადაც არჩევლების ბლოკირებას რუსეთის შეიარაღებული ძალების საოკუპაციო კონტიგენტი მოახდენს",_ განაცხადა ტურჩინოვმა და აღნიშნა, რომ ყირიმთან საზღვარზე გაიხსნება საარჩევნო უბნები, იმისათვის რათა „მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ".
თავის მხრივ გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია მთლიანად უჭერს მხარს უკრაინას და მზად არის მას პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.