უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ყირიმის საზღვარზე არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტები დროებით ჩაკეტა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვითარების დაძაბვისა და უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების, ექსტრემისტულად განწყობილი პირების შეჭრისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის გამო... მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით დახუროს საკონტროლო გამშვები პუნქტები", - აცხადებს უკრაინის მინისტრთა კაბინეტი.