ნატო რუსეთის საზღვართან ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნას იწყებს. სწავლებაში ალიანსისა და მისი მოკავშირეების სამხედროთა რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას და მათი რაოდენობა დაახლოებით 6 ათასი იქნება. სწავლება ესტონეთში დღეს დაიწყება და 23 მაისამდე გასტანს.
სწავლების სახელწოდებაა „საგაზაფხულო შტორმი" -განცხადება ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის ძალების სამხედრო შტაბმა გააკეთა. სწავლებში მონაწილეობას მიიღებენ: ჰერცოგ ლანკასტერის ქვეითთა პოლკი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-ს შეიარაღებული ძალების 173-ე სამხედრო-სადესანტო ბრიგადის წარმომადგენლები, ლიტველი მზვერავები, პოლონეთი სწავლებისათვის სამ ავიგამანადგურებელ „სუ-22"-სა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „სა 8" სარაკეტო კომპლექსს გამოყოფს. სწავლებაში ასევე მონაწილეობენ ბელგიელი მეზენიტეები და პირველად ამგვარ სწავლებებში ასევე მონაწილეობას მიიღეებენ კიბერდაცვის სპეციალისტები საფრანგეთიდან.
მასალის გამოყენების პირობები