საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი აცხადებს, რომ თუ უკრაინაში 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს. განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ჩვენ უკვე განვახორციელეთ სანქციების ორი ფაზა. თუ არჩევნები 25 მაისს არ გაიმართება ახალ დონეზე გადავალთ",_ აცხადებს მინისტრი ლორან ფაბიუსი.
მისივე თქმით, ევროკავშირს არ სჭირდება ომი რუსეთთან, მაგრამ „ჩვენ გულხელდაკრეფილნი ვერ ვისხდებით", - აღნიშნავს მინისტრი.
მისივე თქმით, ევროკავშირის მიზანი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფაა.