გუბაზ სანიკიძის პარლამენტში შესაძლო დაბრუნების შესახებ არაოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას "ეროვნულ ფორუმში" არა ადასტურებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძემ გადაწყვეტილება თავის დროზე მიიღო.
"გუბაზ სანიკიძის პარლამენტში შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დიდი ტყუილია. ამ საკითხზე გუბაზმა და "ეროვნულმა ფორუმმა" გადაწყვეტილება წელიწადნახევრის წინ მიიღო და ის არ შეიცვლება",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოპიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძის საკანონმდებლო ორგანოში შესაძლო დაბრუნების შესახებ პარლამენტის კულუარებში საუბრობენ.