უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ყველა ოლქში ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების შექმნის განკარგულება გასცა. ტურჩინოვი ასევე აცხადებს, რომ ეს ბატალიონები დაკომპლექტებულნი უნდა იყვნენ არა იმდენად პროფესიონალი სამხედროებისაგან რამდენადაც პატრიოტებისაგან. ეს განცხადებები ტურჩინოვმა დღეს კიდევში გააკეთა.
„ჩვენ გამოვეცით ბრძანება ყველა ოლქში ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების შექმნის შესახებ",_ განაცხადა ტურჩინოვმა და აღნიშნა: „ჩვენ დავეყრდნობით არაიმდენად პროფესიონალ სამხედროებს, რამდენადაც პატრიოტებს. ჩვენ დავეყრდნობით არა იმდენად მათ ვისაც ბრძოლას ასწავლიდნენ და ამაში ისინი ხელფასს იღებენ, არამედ დავეყრდნობით ნამდვილ პატრიოტებს, უკრაინის ნამდვილ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მზად არიან იარაღით ხელში დაიცვან უკრაინა",_ განაცხადა ტურჩინოვმა.