უკრაინის უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ტერორისტებს სლავიანსკში მძევლად 40 ადამიანი ჰყავთ აყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან ეთად, უკრაინის უშიშროების საბჭოში ასევე აცხადებენ, რომ აკეთებენ ყველაფერს მძევლების გასათავისუფლებლად.
„ამ დროისათვის სლავიანსკში ტერორისტებს მძევლად 40 ადამიანი ჰყავთ აყვანილი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად და არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების",_ აცხადებს უკრაინის უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომელი მარინა ოსტაპენკო.
მასალის გამოყენების პირობები