89 წლის ასაკში ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი შოთა გოგოხია გარდაიცვალა.
შოთა გოგოხია 1920 წლის 26 სექტემბერს დაიბადა. 1950-1973 წლებში იყო აფხაზეთის ჯანმრთელობის მინისტრი. Aამ დროის მანძილზე აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა კვალიფიციური ექიმებითა და მედპერსონლით დაკომპლექტდა და მრავალი სამკურნალო ობიექტი აშენდა.
1973-1974 წლებში შოთა გოგოხია აფხაზეთის ჯანმრთელობის სამინისტროს უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა.
ის ლოს-ანჟელესის (აშშ) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ნატურალური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი იყო. 2004 წლიდან კი აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ხელმძღვანელობდა.