რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მზად არიან საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით იმოქმედონ. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„თუ ჩვენზე იერიშს მოიტანენ, ჩვენ რა თქმა უნდა ვუპასუხებთ. თუ ჩვენს კანონიერ ინტერესებზე, რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე პირდაპირი იერიში იქნება მიტანილი ისე როგორც ეს აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მოხდა, სხვა საშუალებას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ პასუხი საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით იქნეს გაცემული.
რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმა - რუსეთზე თავდასხმაა",_ განაცხადა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „RT"-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
„ჩვენ არასოდეს უარვყოფდით, რომ საზღვრისაკენ ჩვენი ჯარების გაწევას, ისევე როგორვ უკრაინამ გამოსწია სამხედროები რუსეთის საზღვრისაკენ",_ განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ აშშ-ს ევროკავშირსა და უკრაინას ჰქონდა იმის საშუალება, რომ დარწმუნებულიყვნენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვარზე სამხედრო საქმიანობას არ ეწევა.
„მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან",_ განაცხადა ლავროვმა.