არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევა ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი თანამდებოების პირების შემოსავლების შესახებ. კვლევა მიმართულია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიღებული შემოსავლების მოცულობების დასადგენად. კერძოდ, კვლევა ეხება ხელფასების, პრემიების, დანამატების, შვებულებების და მივლინებების ოდენობის დინამიკას ორგანიზაციის კვლევა მოიცავს 2008-2013 წლებში გაცემულ ზემოხსენებულ ხარჯებს.
კვლევამ გამოავლინა, რომ 2008-2013 წლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრებზე, მინისტრის მოადგილეებზე და დეპარტამენტის უფროსებზე ხელფასის, პრემიის და დანამატის სახით გაიცა 3 583 355 ლარი, საიდანაც ხელზე გაცემულია 2 866 684 ლარი. ხელფასების ოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2008 წელს ანაზღაურებამ შეადგინა 451 585,14 ლარი, საიდანაც ხელზე (საშემოსავლოს გარეშე) გაცემულია 361 268,11 ლარი; 2009 წელს 588 811,89 ლარი, მათ შორის ხელზე - 471 049,51 ლარი; 2010 წელს - 607 508,01ლარი, ხელზე - 486 006,41 ლარი; 2010 წელს - 717 784,21 ლარი, ხელზე - 574 227,37 ლარი; 2012 წელს - 642 021,46, ხელზე - 513 617,17 ლარი; 2013 წელს - 575 644,29 ლარი, ხელზე - 460 515,43 ლარი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელფასების, პრემიების და დანამატების ანალიზმა გამოკვეთა არაერთი საინტერესო ფაქტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ:
• სისტემატურად ფიქსირდება პრემიების ხელფასზე მაღალი ოდენობის გაცემის ფაქტები, რომელიც „ტრადიციის" მსგავს სახეს ატარებდა წინა მთავრობის დროს და ეს „ტრადიცია" გაგრძელდა ახალი მმართველობის პერიოდში.
• საანგარიშო 6 წლიდან, 5 წლის განმავლობაში ფიქსირდება პრემიების ყოველთვიური გაცემა მინისტრებზე და მინისტრის მოადგილეებზე ხელფასის ან მასზე მეტი ოდენობით.
• მინისტრების წლიური შემოსავლები 70 000 ლარიდან 121 000 ლარამდე მერყეობს, საიდანაც ხელფასების წილი 40% ხოლო პრემიების - 60%-ა.
• არის შემთხვევები როდესაც ჯამური პრემია 1,5-ჯერ აღემატება ხელფასის ჯამურ ოდენობას.
• 2008 წლის აგვისტოს თვეში არ გაცემულა პრემიები, თუმცა მისი კომპენსაცია მოხდა შემდეგ თვეებში.
• თანამდებობაზე დანიშვნის თარიღის მიუხედავად იკვეთება პრემიების სახით დიდი ოდენობის თანხების გაცემა, რომელიც რამოდენიმეჯერ აღემატება თანამდებობრივ სარგოს.
• გაურკვეველია პრემიების დარიცხვის პრინციპი.
• მინისტრების ყოველთვიური შემოსავლები სხვადასხვა თვეებში 6 000-დან 10 000 ლარამდე მერყეობს.
• ნიკოლოზ ვაჩეიშვილის მინისტრის თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი 2008 წელს საშუალოდ 6000 ლარს შეადგენდა. ხელფასის ოდენობა შეადგენდა 3 540 ლარს.
• ნიკოლოზ რუსუას შემოსავლებმა 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე საშუალოდ შეადგინა 8 500 ლარი. ხელფასის ოდენობა შეადგენდა 3 540 ლარს.
• მირიან ოდიშარიას შემოსავალმა 2012 წლის 25 ოქტომრიდან 2013 წლის ბოლომდე 7 800 ლარს შეადგენს. ხელფასის ოდენობა შეადგენს 3 540 ლარს.
• მინისტრის მოადგილე, დავით ცხადაძე 2008-12 წლებში, საშუალო შემოსავალი 7 200 ლარი. ხელფასის ოდენობა შეადგენდა 2 950 ლარს
• გიორგი ჩალაძე - საშუალო შემოსავალი 6 700 ლარი. ხელფასი - 2 720 ლარი.
• დავით ქირია - 2009-12 წლებში საშუალო შემოსავალი 5 900 ლარი. ხელფასი - 2 720 ლარი.
• ლევან დავითულიანი - საშუალო შემოსავალი 2008 წელს შეადგენდა 5 000 ლარს. ხელფასი - 2 720 ლარი.
• სულხან სიბაშვილის შემოსავალი 2008-09 წლებში საშუალოდ შეადგენდა 3 700 ლარს. ხელფასი - 2 720 ლარი.
• ალექსანდე მარგიშვილი - საშუალო შემოსავალი 6 000 ლარი. ფიქსირებული ხელფასი - 2 720 ლარი.
• ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის საშუალო შემოსავალი შეადგენს 5 300 ლარს. ფიქსირებული ხელფასი - 2 720 ლარია.
• მანანა ბერიკაშვილის საშუალო შემოსავალი 5 800 ლარი თანამდებობრივი სარგო - 2 720 ლარი;
• მარინე მიზანდარი - საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 6 300 ლარი. თანამდებობრივი სარგო - 2 950 ლარი;
• 2013 წლის სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 321720 ლარი, საიდანაც გურამ ოდიშარიას მივლინებებზე დაიხარჯა 140264 ლარი, ხოლო მარინა ბერიკაშვილზე 32518 ლარი.
• 2011 წელს ნიკოლოზ რურუას მივლინებებისთვის დახარჯულია 117256 ლარი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" საგანგაშოდ მიიჩნევს სამინისტროში წლების განმავლობაში არსებულ ვითარებას და დასძენს:
• თანამდებობის პირების მხრიდან ბოროტად გამოიყენება პრემიების გამოწერის შესაძლებლობა პირადი შეხედულებისამებრ, რომელიც აორმაგებს და ხშირ შემთხვევაში ასამმაგებს კიდეც კონკრეტული პირის შემოსავლებს და მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს.
• ჩამოუყალიბებელია პრემიების გაცემის კრიტერიუმები, რათა პრემიას ქონდეს დამსახურებულად გაცემის საფუძველი და არა რომელიმე ჩინოვნიკის შეხედულებების შესაბამისად.
• დაიტერესდეს შესაბამისი უწყებები და დადგინდეს იმ თანამდებობის პირებზე გაცემული კოლოსალური პრემიები, რომლებმაც თვის რამოდებიმე დღე იმუშავეს და ამავე თვეში პრემიის სახით მიღებული აქვთ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი და სამმაგი ოდენობები. ცხადი გახდეს საზოგადოებისთვის თუ რა საქმიანობა გასწია ამ კონკრეტულმა პიროვნებებმა, რომლის საფუძველზეც ადგილი ქონდა აღნიშნული ოდენობით პრემიის გაცემას.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული 16 გვერდიანი დოკუმენტი, თავისი დეტალური ფინანსური მონაცემებით დღესვე გაეგზავნება პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს.
მასალის გამოყენების პირობები