პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვა პოლონეთის ძალისხმევის წყალობით არის შესაძლებელი.
„ჩვენ სიღრმისეულად უნდა გავაცნობიეროთ, რომ განსაკუთრებით პირველ თვეებში, მაგრამ ასევე მომდევნო წლებში, პოლონელი ხალხის ძალისხმევის, პოლონელი ჯარისკაცების ძალისხმევის და ისეთი ადგილების წყალობით, როგორიცაა ლოჯისტიკური ცენტრი კარპატიაში, უკრაინის დაცვა რუსეთის ფედერაციისგან შესაძლებელია,“ - განაცხადა ნავროცკიმ „ჟეშუვ-იასენკას“ ლოჯისტიკურ ცენტრში ვიზიტისას.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ცენტრში დაახლოებით 500 პოლონელი ჯარისკაცი მსახურობს, რომელთა ნახევარი ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცია.
გარდა ამისა, ნავროცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 40-ზე მეტი ქვეყნიდან უკრაინაში დახმარების 95% იგზავნება იასენკაში მდებარე ლოჯისტიკური ცენტრის მეშვეობით.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთი დიდ ძალისხმევას დებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ნატო-ს უსაფრთხოებაში.
„ქვეყნის ძალისხმევა მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, პოლონელი ხალხის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, პრესტიჟისთვის და უსაფრთხოებისთვის, მეორე მხრივ კი, სხვა ქვეყნებთან ალიანსების კონტექსტში“, - აღნიშნა პოლინეთის პრეზიდენტმა.