უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი დარწმუნებულია, რომ სამოქალაქო ომი უკრაინაში არ იქნება.
ასეთი კომენტარი გააკეთა ალექსანდრე ტურჩინოვმა მოწოდებებზე იმის შესახებ, რომ დაურიგდეთ იარაღი მოქალაქეებს, რომლებსაც უკრაინის დაცვა სურთ. მან განაცხადა:
„სახელმწიფო იარაღს აძლევს მხოლოდ მათ, ვინც მილიციაში სამუშაოდ მიდის, ვინც მიდის ჯარში ან ნაციონალურ გვარდიაში სამსახუროდ",_ განაცადა ტურჩინოვმა და აღნიშნა: იარაღთან წვდომა „თავისუფალი რომ გავხადოთ ეს იმას ნიშნავს, რომ ასევე თავისუფალი წვდომა ექნებათ იარაღთან სეპარატისტებსაც და იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ უკრაინას სამოქალაქო ომისკენ ვუბიძგებთ. ჩვენ სამოქალაქო ომს არ დავუშვებთ",_ განაცხადა ტურჩინოვმა.
მასალის გამოყენების პირობები