ბანკი „რესპუბლიკა", როგორც სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს საზოგადოების იმ წევრთა მხარდაჭერას, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ თანადგომას.
ბანკ „რესპუბლიკის" თავისუფლების მოედნის ფილიალი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა პარასკევს, 11 აპრილს გაიხსნა.
საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა ჰუმანიტარული და გადაუდებელი პირველადი დახმარების ცენტრ „დიაკონიას" და არასამთავრობო ორგანიზაციის „კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" ერთობლივი პროექტია, რომელიც ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთ ნივთებსა და სუვენირებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩეხი ფოტოგრაფის - კარელ ქუდლინის მიერ ჩეხეთსა და საქართველოში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებია ასახული.