,,ნაცმოძრაობა" საგარეო საქმეთა მინისიტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებას ეხმიანება და მის არგუმენტებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებლების შესაძლო არდასწრებასთან დაკავშირებით არ იზიარებს.
,,მკიცება იმისა, რომ ამ არჩევნებზე ,,ოდირის" არდასწრების მიზეზი არის ის რომ მას მანდატი არ გააჩნია, არუს უბრალოდ ტყუილი. ამავე დროს ვხედავთ რომ უარესდება საარჩევნო გარემო. მთელი ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლა, მიმდინარეობს მასობრივი დაკითხვები. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ,,ქართულ ოცნებას" არ სჭირდება ეუთოს თვალები და ყურები ამ არჩევნებზე", _განაცახდა ,,ნაცმოძრაობის" წევრმ აგიორგი კანდელაკმა.
საგარეო უწყებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვებისთვის დამკვირვებლებს მოწვევა უკვე გაუგზავნა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საპრეზიდენტოსგან განსხვავებით დიდი რაოდენობით დამკვირვებელი აღარ ჩამოვა.
"დამკვირვებლებს მოწვევა პირველად გავუგზავნეთ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, ხოლო შემდეგ, როდესაც არჩევნების სავარაუდო თარიღი გახდა ცნობილი. გამოხმაურება ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ საქართველოს პრესტიჟი არის ამაღლებული, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აქვს ნდობა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ იმდენი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე აღარ ჩამოვა, როგორც ჩამოვიდა წინაზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა დამკვირვებლები არ გამოგზავნოს.
"შეიძლება ODIHR-მა არ გამოგზავნოს დამკვირვებლები, რადგან ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არ შედის მის კომპეტენციაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.