ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცესთან შექმნა საქართველოს ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განმარტებაშია აღნიშნული, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ეკონომიკას მისცემს შესაძლებლობას, ევროკავშირს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით დაეწიოს.
„შეთანხმება საქართველოს ეკონომიკას მისცემს შესაძლებლობას, წამოეწიოს ევროკავშირს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით და ამის შედეგად დროთა განმავლობაში დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში. ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს არა მარტო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობაში, არამედ, ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების მსოფლიო მასშტაბით აღიარების წყალობით, საქართველოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაშიც. აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება ქართველ მომხმარებლებს ბევრად დიდი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას და საქართველოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. ყველაზე სენსიტიური სექტორები სარგებელს ნახავენ ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდების წყალობით, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქართველოს ეკონომიკის დაუბრკოლებელ ადაპტაციას", აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებულ განმარტებაში.