სახალხო დამცველი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე თევდორაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე თევდორაძემ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შემწყნარებლობის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის 2009 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
აღნიშნული შეხვედრა ზემოაღნიშნული მემორანდუმისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში გაიმართა.