შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა და ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის" (ა)იპ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ პირთა და მათი მშობლების (მეურვეების) დასაქმების ხელშეწყობას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით, დასაქმების სააგენტო შშმ პირთათვის სამუშაო ადგილების მოძიებას განახორციელებს.