ესტონეთის მთავრობის დახმარებით ომის შედეგად დაზარალებულ ქართველ ქალებსა და ახალგაზრდებს ფსიქო-სოციალურ დახმარებას გაუწევენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ცენტრს გალის რეგიონში 55,860 კრონით (5,000 დოლარი) აფინანსებს.
ცენტრი "გალის ქალთა ასოციაციის" თანადგომით უკვე ხუთი წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს გალის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ქალებს.