საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების სარჩელი დააკმაყოფილა. ამის შესახებ, აღნიშნულია სასმართლოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების - დავით კანდელაკის, ნატალიადვალის, ზურაბ დავითაშვილის, ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის და მამუკაფაჩუაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N569) საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ.
მოსარჩელეები, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები სადავოდ ხდიდნენ „„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის იმ ნორმის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
სადავო კანონით დადგენილი წესის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისმოქმედი საბჭოს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტილიყო ახალარჩეული საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შედეგად. გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი.
მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა,რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის მიზანია სამეურვეო საბჭოსწარმომადგენლობითობის, მისი ეფექტიანობის და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვას და გამჭვირვალობას. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომსამეურვეო საბჭოს არჩევის ძველი წესი, თავისთავად, იყო კონსტიტუციის შეუსაბამო, თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებლად მიაჩნია სამეურვეო საბჭოსმოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. მოპასუხის განმარტებით, შეუძლებელია ახალი წესით არჩეული წევრებისა და მოქმედიწევრების შერწყმა განახლებულ სამეურვეო საბჭოში.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, მისი მმართველობითი რგოლის რეფორმირება, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში საზოგადოების ფართო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, საქართველოს პარლამენტის არა მხოლოდ უფლებამოსილებაა, არამედ, რიგ შემთხვევებში, შეიძლება მისი ვალდებულებაც კი იყოს. თუმცა აუცილებელია ეს პროცესი წარიმართოს ისე, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდოს პირთა კონსტიტუციური უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი , რომ სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლობითობის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისსამეურვეო საბჭო, მისი საქმიანობის სპეციფიკურობისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესში მისი განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, სარგებლობს დაცვის შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიებით. დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არსის განმსაზღვრელი ელემენტია. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, გარდაუვალი აუცილებლობისას, მაგალითად, მაშინ, როდესაც მოქმედი სამეურვეო საბჭოს არსებობა, იმთავითვე საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებელ, ეფექტურ საქმიანობასა და მისშემდგომ განვითარებას. ამგვარ საჭიროებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია.
მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის განმხორციელებელი ორგანოს რეფორმირებაყოველთვის ვერ გახდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილების ვადისშეწყვეტის საფუძველი. ეს ასე რომ იყოს, სახელმწიფო სამსახურის გაუმჯობესების,თუნდაც საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაზრდის მოტივით, შესაძლებელიგახდებოდა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მატარებელი ნებისმიერი თანამდებობის პირის (მოსამართლის, სახალხო დამცველის, მარეგულირებელი ორგანოს წევრის და სხვა) უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა, ამასთან, ამანშეიძლება მიიღოს პერმანენტული, შეუქცევადი ხასიათი, რაც არა მხოლოდ თანამდებობაზე გარკვეული ვადით პირთა განწესებას დაუკარგავს აზრს, არამედეჭვქვეშ დააყენებს ამ ორგანოთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული სამეურვეოსაბჭოს დაკომპლექტების ახალი, თუნდაც უფრო პლურალისტული და ეფექტურიწესი, იმთავითვე არ წარმოშობს სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას. ეს მიზანი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გარეშეც მიიღწევა. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არათანაზომიერად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ მოსარჩელეთა უფლებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია", _ნთქვამია სასამრთლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.