ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის თაობაზე სოციალურ ქსელში წქერს.
"მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში, შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს.
ჩვენი საუბარი პირდაპირ გაგრძელებად იქცა იმ ბოლო დიალოგისა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.
განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფართო დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით GUAM-ის ფარგლებში, ასევე ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში მიმდინარე უახლესი პოლიტიკური პროცესები.
ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას", - წერს სიბიჰა.