საქართველოს საპატრიარქო ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა, რაც ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის მიუღებელია.
"სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რისი თანაზიარი ხდება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდული დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის", _ აცხადებენ საპატრიარქოში.
საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებით, ჰელუინში მონაწილეობა სხვა არფერია, თუ არა წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.
"ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი) წერს: `ზეიმი Hალლოწეენ ძირს უთხრის წმინდა ეკლესიას... ეკლესიამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს ამგვარი მოვლენების მიმართ. ქრისტეს მაცხოვარმა გვითხრა, რომ უფალი ღმერთია ყოველი ჩვენი საქციელისა და მრწამსის მსაჯული და ყოველი ცვენი საქმე არის მიმარტულია ან უფლისაკენ ან მის წინააღმდეგ! არ არსებობს რამე საშუალო და ნეიტრალური გზა!~, _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.